29 სექტემბერს, პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერი აქცია დაანონსდა. აქციის ანონსი სოციალურ ქსელში, ღონისძიების სახით გავრცელდა და ტექსტში ნათქვამია, რომ ახალგაზრდები გრიგორიადისის გათავისუფლების მოთხოვნით შეიკრიბებიან. 25 სექტემბერს ლაზარე გრიგორიადისი მამის, ბექა გრიგორიადისის დაჭრის საქმეზე სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.