დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით, 5 ქალაქში - თბილისში, ქუთაისში, ზუგდიდში, რუსთავსა და ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობა აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს. დევნილთა სააგენტოს დირექტორი, ზურაბ უტიაშვილი, რუსთავში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. 800 დევნილი ოჯახისთვის 4-ი კორპუსი შენდება. ახალი, გარემონტებული ბინები ოჯახებს 2025 წელს გადაეცემათ. საცხოვრებელი ფართით, საერთო ჯამში, 13 000-ი დევნილი ოჯახი დაკმაყოფილდება.