წიგნის მთავარი გმირი , ახალგაზრდა ისტორიკოსი, მოგოლთა მმართველობის პერიოდის არქიტექტურის მკვლევარი მარკ ისთერბრუკია , რომელიც უცნაური მოვლენების მოწმე ხდება - ყველასთვის პატივსაცემი მღვდლის მკვლელობა და ერთიმეორის მიყოლებით ავადმყოფობით სიკვდილის რამდენიმე შემთხვევა, თანაც ერთი და იმავე სიმპტომით. მაგრამ ეს უცნაურად არავის ეჩვენება.ამავე აზრს იზიარებს პოლიციის ინსპექტორი ლეჟენიც, თუმცა მამა გორმანის ფეხსაცმელში ნაპოვნი ქაღალდის ნაგლეჯი , რომელზეც გვარების ჩამონათვალია , სულ სხვა რამეზე მეტყველებს. იქ ჩამოთვლილი ყველა ადამიანი ერთიმეორის მიყოლებით გარდაიცვალა. უცნაური შემთხვევების კვალი კი ყოველ ჯერზე ვილა „ჩალისფერ ცხენში“ მიდის. მისტიკაა თუ ვერაგი თაღლითობა? ვინ დგას ამ შემთხვევების უკან , სწორედ ამის გარკვევა მოუწევთ მარკ ისთერბრუკსა და მის მეგობარ ქალს, ჯინჯერ კორიგანს , რომლებსაც ჭეშმარიტების დასადგენად მრავალ სირთულესთან მოუწევთ შეჭიდება.
მწერლის სრული სახელი და გვარი აგათა კლარისა მილერია , კრისტი რომლითაც მას საზოგადოება იცნობს მისი პირველი ქმრის , პოლკოვნილ არჩიბალდ კრისტის გვარია. აგათა 1890 წლის 15 სექტემბერს , ზვისპირა საკურორტო ქალაქ ტორკეიში , დევონში , ფრედერიკ და კლარისა მილერების ოჯახში დაიბადა. მწერალმა პირველი პიესა ჯერ კიდევ ბავშვობაში 7 წლის ასაკში დაწერა , რომელიც ეძღვნებოდა დების ბრძოლას მემკვიდრეობისთვის , რომელიც მისიევე ოჯახში დაიდგა.
მისი პირველი რომანი კი 1920 წელს სახელწოდებით , სტაილსის საიდუმლო ინციდენტი 2000 ტირაჟით გამოიცა , რისთვისაც დამწყებმა მწერალმა ჰონორარის სახით 25 ფუნტი მიიღო.
აგათა კრისტის ნაწარმოებები კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მეტჯერაა ნათარგმნი და გამოქვეყნებული. მის კალამს ეკუთვნის 60 ზე მეტი დეტექტიური და 6 ფსიქოლოგიური ჟანრის რომანი , ასევე 19 მოთხრობების წიგნი.
აგათა კრისტის წიგნები გამოქვეყნდა 4 მილიარდზე მეტ ეგზემპლარად და ითარგმნა მსოფლიოს 100 ზე მეტ ენაზე. წიგნი ქართულ ენაზე ითარგმნა და გამოიცა 2021 წელს გამომცემლობა პალიტრა ელის მიერ და ამ დროიდან ხელმისაწვდომია ბიბლუსის მაღაზიათა ქსელსა და პალიტრა ელის ვებგვერდზე , პალიტრა ელ წერტილი ჯი.