საქართველოს ნაკრების მეკარემ გიორგი მამარდაშვილმა ესპანეთს ლა ლიგაში „ვალენსიას“ მორიგი შეხვედრა ჩაატარა და შინ რეალ სოსიედადთან ანგარიშით დამარცხდა.
მასპინძლები საწყისი წუთებიდანვე საკმაოდ სუსტად გამოიყურებოდნენ და რეალ სოსიედადი დიდ უპირატესობას ფლობდა. თუმცა მატჩში კარისკენ პირველი ზუსტი დარწყმა ვალენსიელებმა შეასრულეს, რომლის მოგერიებაც რემიროს არ გასჭირვებია. 32-ე წუთზე სოსიედადმა კარგი შეტევის შემდეგ შეხვედრაში ანგარიში გახსნა, ტირნის გადაცემით კარლოს ფერნანსემა ისარგებლა და მამარდაშვილის კარი აიღო. ტაიმის მიწურულს მასპინძლები მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. 42-ე და 45-ე წუთებზე ამალაჰიმ უხეშობის გამო ორი ყვითელი ბარათი დაიმსახურა და მოედანი ნაადრევად დატოვა. მეორე ნახევარში „ვალენსიას“ აღარაფერი გამოსდიოდა და „რეალ სოსიედადმაც“ უპირატესობა განიმტკიცა. სტუმრებმა მოედანზე სრული უპირატესობა მოიპოვეს და მთელი მატჩის განმავლობაში მოედანზე ყველაფერს აკონტროლებდნენ, მაგრამ კარის მიმართულებით ზუსტად აღარ დაურტყავთ. საბოლოოდ შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით ანგარიშით 0:1 დასრულდა.
გიორგი მამარდაშვილს ამ შეხვედრის შემდეგ „ვალესნასიას“ შემადგენლობაში ზედიზედ 49 შეხვედრა აქვს ჩატარებული და თუ ის შემდეგ ტურში კვლავ სასტარტო შემადგნელობაშ იქნება, რისი ალბათბაც ძალიან მაღალია, ამ შემთხვევაში გახდება „ვალენსიას“ შემდაგნელობაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც ზედიზედ 50 შეხვედრაში დაიცვა „ღამურების“ კარი. ამის შესახებ ცნობილი ესპანური გამოცემა AS წერს.