უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში, ისლამ კარიმოვის სახელობის საერთაშორისო აეროპორტთან ძლიერი აფეთქება მოხდა. შემთხვევის ადგილზე ძლიერი ხანძარიც გაჩნდა. აფეთქების ტალღა იმდენად ძლიერი იყო, რომ მიმდებარე სახლების მინები ჩაიმსხვრა. მედიის ინფორმაციით, აეროპორტის საწყობში ელექტრომობილების ბატარეები აფეთქდა და საწყობი დარტყმის ტალღამ მთლიანად გაანადგურა. დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ არის ცნობილი.