ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებულ მოვლენებს ეკონომისტები ეხმაურებიან. მათი შეფასებით, საფინანსო უწყებაში არ არის ჯანსაღი ვითარება, რაც ქართულ საბანკო სისტემას საფრთხეს უქმნის. გარდა ამისა, ეკონომისტები თვლიან, რომ ეს ვითარება ქვეყნის საბანკო სივრცის დისკრედიტაციას ახდენს. ეკონომისტები სავალუტო ფონთთან დაკავშირებულ რისკებსაც ხედავენ. ისინი აღნიშნავენ, რომ ეროვნული ბანკი მმართველი პარტიის გავლენისგან უნდა გათავისუფლდეს.