აშშ-მა 8 მილიარდი დოლარის მოცულობის რუსეთის სუვერენული აქტივები გაყინა. ერთ-ერთი გამოცემის ცნობით, აქტივების უდიდესი ნაწილი ევროკავშირსა და იაპონიაში იყო განთავსებული. უკრაინის ეკონომიკური აღდგენის საკითხებში აშშ-ის სპეციალური წარმომადგენლის, პენი პრიცკერის განცხადებით, დასავლეთის მიერ გაყინული რუსული აქტივები ომის შემდგომ უკრაინის აღდგენას უნდა მოხმარდეს. მისივე თქმით, ამ საკითხზე შესაბამისი იურიდიული გუნდები უკვე მუშაობენ.