დღეს ჩვენ ვიკრიბებით მნიშვნელოვანი თარიღის საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მუშაობის 15 წლის იუბილეს აღსანიშნავად. ჩვენ ერთად ვიაზრებთ იმ გზას, რომელიც რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად ერთად გავიარეთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქართველოში მუშაობის 15 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, 2008 წლის 15 სექტემბერს ევროკავშირმა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დაარსებით გადამწყვეტი ნაბიჯი გადადგა.