ოზურგეთის საკრებულოს სხდომა ხმაურითა და დაპირისპირებით დაიწყო. კონფლიქტი უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის დახმარების საკითხს მოჰყვა. ოპოზიციამ ხელისუფლება მოსახლეობის პრობლემების უგულებელყოფაში დაადანაშაულა. "ქართულმა ოცნებამ" კი "ნაციონალურ მოძრობას" ბრალი პროვოკაციასა და დესტრუქციაში დასდო. ხმაურის გამო სხდომის გაგრძელება ვერ მოხერხდა.