საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დაარსების 74 წლისთავის აღსანიშნავ ოფიციალურ მიღებაზე სიტყვით გამოვიდა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, აღმაფრთოვანებელია, თუ როგორ მოახდინა ჩინეთმა შეუფერხებლად გააერთიანებინა ტრადიციული ღირებულებები უახლეს ტექნოლოგიებთან და გადაქცეულიყო გლობალური ეკონომიკის მამოძრავებელ ძალად. ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოსა და ჩინეთს შორის არსებულ კავშირსა და ურიერთობების გაღრმავების პერსპექტივაზე ისაუბრა.