სოხუმის დაცემიდან 30 წელი გავიდა. სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. კონფლიქტი საქართველოს შეიარაღებულ ძალებსა და აფხაზ სეპარატისტულ ძალებს შორის 13 თვესა და 13 დღეს გრძელდებოდა. აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის ნიშნად ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია. დილიდან ხალხმრავლობაა გმირთა მოედანზე. ადგილზე იმყოფებიან აფხაზეთის ომში სამხედრო კონფლიქტის დროს დაღუპული გმირების ოჯახის წევრები და ახლობლები. საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენელებმა.