ლუკა ლოჩოშვილის „კრემონეზემ“ იტალიის სერია B-ში მე-7 ტურის შეხვედრა გამართა და სტუმრად „კოზენცა“ ანგარიშით 2:1 დაამარცხა. გუნდს ახალი მთავარი მწვრთნელი ჯოვანი სტროპა ჰყავს, რომელიც ლუკა ლოჩოშვილს სრულ ნდობას უცხადებს.
საქართველოს ნაკრების ცენტრალურმა მცვლემა ზედიზედ მეორე შეხვედრა ჩაატარა შეუცვლელად და მოედანზე ერთ-ერთი გამორჩეული იყო. ლუკა მატჩში აქტიურად ჩაერთო და შეხვედრის სტარტზევე ყვითელი ბარათით ჩაერთო. პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, მეორე ნახევარში კი 61-ე წუთზე მიკელე კოლოკოლომ კარგი დარტყმით კრემონელები დააწინაურა. მასპინძლებმა მალევე აღადგინეს წონასწორობა, „კოზენცას“ შემადგენლობაში თავი სიმონე კოდამ გამოიჩინა. 79-ე წუთზე „კრემონეზემ“ კიდევ ერთხელ შეძლო შეხვედრაში წინ გასვლა, და საბოლოოდ მასიმო კოდას გოლით მიჯრით მეორე შეხვედრა მოიგეს.
ამ გამარჯვების შემდეგ ლუკა ლოჩოშვილის „კრემონეზეს“ 10 ქულა აქვს და მე-7 ადგილზე გადავიდა.