გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია ევროკავშირის პროგრამის „სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამა“ მმართველი კომიტეტის სხდომას დაესწრო. ოთარ შამუგიამ სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების საქმეში მუდმივი მხარდაჭერისთვის ევროკავშირს მადლობა გადაუხადა.