2023 წლის ბიუჯეტის 6 თვის შესრულებისა და მასში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის განხილვა პარლამენტში გრძელდება. დღეს ქვეყნის მთავარ ფინანსურ დოკუმენტზე საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფებში იმსჯელებენ. იზრდება თითქმის ყველა სამინისტროს დაფინანსება. როგორც საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, ბიუჯეტში ცვლილება, მთავრობის სწორი და წარმატებული ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია.