უკრაინისა და პოლონეთის თავდაცვის მინისტრებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. რუსტემ უმეროვის განცხადებით, მან პოლონელ კოლეგას მარიუშ ბლაშჩაკს იმ დახმარებისთვის, რასაც პოლონეთი უკრაინას რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ომში უწევს მადლობა გადაუხადა. მინისტრს სატელეფონო საუბრის სხვა დეტალებზე კომენტარი არ გაუკეთებია. შეგახსენებთ, რომ ბოლო დროს უკრაინასა და პოლონეთს შორის ურთიერთობა მარცვლეულის საკითხის გამო დაიძაბა. ევროკავშირის მიერ უკრაინული მარცვლეულის იმპორტზე აკრძალვის მოხსნის მიუხედავად, სლოვაკეთმა, პოლონეთმა და უნგრეთმა აკრძალვა გაახანგრძლივეს. საკითხზე, უკრაინამ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში სარჩელი შეიტანა, რამაც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა კიდევ უფრო დაძაბა.