ყარაბაღში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 68-მდე გაიზარდა - Palitra News

ყარაბაღში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 68-მდე გაიზარდა

2023-09-27 09:29:28+04:00

სომხური მედიის ინფორმაციით, ყარაბაღში, საწვავის საცავში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 68-მდე გაიზარდა. ამავე ცნობით, დაღუპულთა დადასტურებული რაოდენობა 68-ს შეადგენს. ამ დროისთვის მხოლოდ 21 ცხედარია იდენტიფიცირებული. სომხური მედიის ინფორმაციით, დაშავებულია 290 ადამიანი, მათგან 168 სომხეთის საავადმყოფოებშია გადყვანილი. 25 სექტემბერს მომხდარი აფეთქების შედეგად 105 ადამიანი დაკარგულად ითვლება.