ილია დარჩიაშვილი ოლივერ ვარჰეის შეხვდა - Palitra News

ილია დარჩიაშვილი ოლივერ ვარჰეის შეხვდა

2023-09-27 09:24:41+04:00

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმაბრიუსელში სამუშაო ვიზიტი დაასრულა. ილია დარჩიაშვილმა შეხვედრები გამართა 6 ევროკომისართან და ევროკავშირის სხვა მაღალი რანგის პირებთან. ილია დარჩიაშვილი შეხვდა ევროკომისარს გაფართოების პოლიტიკის და სამეზობლო საკითხებში ოლივერ ვარჰეის. საუბრის მთავარი თემა საქართველოს მხრიდან ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულება იყო . ვიზიტის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრმა შეხვედრები გამართა გაფართოების და სამეზობლო საკითხებში ევროკავშირის გენერალურ დირექტორატშიც.