“ქართული ოცნების” კრიტიკისა და იმპიჩმენტის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების მიუხედავად, საქართველოს პრეზიდენტი - სალომე ზურაბიშვილი სტრატეგიულ პარტნიორებთან ვიზიტებს განაგრძობს, რასაც ოპოზიციონერი პოლიტკოსები ჩვენი ქვეყნისათვის სასარგებლო ნაბიჯად მიიჩნევენ. “ქართული ოცნების” ოპონენტები ამტკიცებენ, რომ ხელისუფლება პრეზიდენტისთვის “ზურგის გამაგრების” ნაცვლად, საქართველოს ევროინტეგრაციის საბოტაჟს ახდენს, რაც ქვეყნის მიზნებსა და მისწრაფებებზე ნეგატიურად აისახება. მათივე განმარტებით, მმართველ პარტიას აღარ დარჩა ბერკეტი პრეზიდენტის შესაჩერებლად, იმპიჩმენტზე საუბრით კი მხოლოდ საკუთარი რუსული ინტერესების დემონსტრირებას ახდენს.