ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ, „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ 19 სექტემბერს ეროვნული ბანკის მიერ მიღებული გადაწყვეტილება განმარტა. მისი თქმით ცვლილება ემსახურება იმას, რომ საერთაშორისო სანქციების აღსრულება საქართველოს იურისდიქციაში იყოს უნაკლო და რაიმე წინააღმდეგობა ადგილობრივი კანონმდებლობის სახით არ ხვდებოდეს. თურნავამ უარყო მედიაში გავრცელებული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ბრძანების გამოცემამდე ირაკლი კობახიძე ეროვნულ ბანკში პირადად იმყოფებოდა. მისი განმარტებით, ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებები დამოუკიდებელია.