პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე 36 დაზარალებულის კუთვნილი თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ბრალდებულებს 7 და 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და 36 დაზარალებულის კუთვნილი, დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ორგანიზებული ჯგუფის ორი წევრი დამნაშავედ ცნო. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულები დაზარალებულებს ეცნობოდნენ როგორც მაკლერები და კონკრეტული თანხების სანაცვლოდ თბილისში მდებარე ბინების დაგირავებას სთავაზობდნენ.