პარტია „საქართველოსთვის“ შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს დაუჭერს. პარტიის წევრებმა აღნიშნულ საკითხზე სპეციალური ბრიფინგიც გამართეს და აღნიშნეს რომ მხარის დაჭერის მიუხედავად ისინი კომისიის შემადგენლობაში არ იქნებიან. საკითხის ინიციატორები კერძოდ ნაციონალური მოძრაობის წევრები მიესალმებიან გახარიას პარტიის გადაწყვეტილებას. მმართველ გუნდში კი ფიქრობენ რომ შოვში მომხდარ ტრაგედიაზე საგამოძიებო კომისიის შექმნის იდეა უბრალოდ აბსურდულია.