ოთარ ფარცხალაძის მოქალაქეობის შეწყვეტის საკითხთან დაკავშირებით პრეზიდენტის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს, მათი თქმით პოლიტიკოსების მხრიდან ბოლო პერიოდში განკარგულების გაცემის ვადებთან დაკავშირებით ცრუ ინფორმაციები ვრცელდება. პრეზიდენტს ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის შესაწყვეტად 3თვე აქვს. აღნიშნულ თემაზე ოპოზიციის ნაწილი ამბობს რომ სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკურად და სამართლებრივად გაუმართლებელ ნაბიჯებს დგავს, ხელისუფლება კი მიიჩნევს რომ ქვეყნის პრეზიდენტი ზეწოლას, ოპოზიციის მხრიდან განიცდის.