საქართველოს პრეზიდენტი ვიზიტებს აგრძელებს. პარალელურად უკვე ცნობილია, რომ საკონსტიტუციო სასამართლო სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის თაობაზე კონსტიტუციურ წარდგინებას 3 ოქტომბერს განიხილავს. ზეპირ მოსმენას წარდგინების ავტორებთან ერთად საქართველოს პრეზიდენტიც დაესწრება.