მთიან ყარაბაღში საწვავის საცავში მომხდარი აფეთქების შედეგად მინიმუმ 20 ადამიანი დაიღუპა, 290 დაშავდა და რამდენიმე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. სომხური მედიის ინფორმაციით, ათობით დაშავებული მძიმე მდგომარეობაშია. აფეთქების მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. ამასთან, დღესვე ცნობილი გახდა, რომ აზერბაიჯანის მხრიდან სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ ყარაბაღის რეგიონიდან სომხეთის ტერიტორიაზე უკვე 13 500-ზე მეტი ადამიანი შევიდა. სომხეთის მთავრობის განცხადებით, ხელისუფლება ყველა მოქალაქეს, ვისაც წინასწარ განსაზღვრული საცხოვრებელი ადგილი არ აქვს, შესაბამისი საცხოვრებლით უზრუნველყოფს.