უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინის თავდაცვის ძალებმა კიდევ 400 რუსი ჯარისკაცი მოკლეს. უკრაინაში მიმდინარე ომში რუსეთის ადამიანურმა დანაკარგებმა 276 600-ს გადააჭარბა. ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრიანელებმა ასევე გაანადგურეს რუსული შეირაღების 5 ტანკი, 30-მდე დრონი და სხვა შეირაღება. უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, ქვეყნის თავდაცვის ძალები ბახმუტის მიმართულებით კონტრშეტევით ოპერაციას განაგრძობენ და ბახმუტთან ახლოს ორ დასახლებულ პუნქტზე კონტროლი მოიპოვეს.