ვარკეთილის დასახლებაში, ავარიულ კორპუსებში მცხოვრებ 35 ოჯახს საცხოვრებელი ფართები გადაეცა.ადგილობრივ მცხოვრებლებს ბინის გასაღები დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ გადასცა . მერიის ცნობით, ბინებთან ერთად, აღნიშნულ ოჯახებს მუნიციპალიტეტისგან სარემონტო სამუშაოებისთვის საჭირო თანხაც გადაეცემა, რომელიც ბიუჯეტიდან უკვე გამოყოფილია.