უძრავი ქონების პირველად ბაზარზე ფასები მაღალ ნიშნულზე ნარჩუნდება. მონაცემებს ამის შესახებ „გალთ ენდ თაგარტი“ აქვეყნებს. ფასები პირველად ბაზარზე მაღალ ნიშნულზე ნარჩუნდება, რასაც ასევე ხელს უწყობს დეველოპერების მხრიდან გადახდის მოქნილი პირობების შეთავაზება. ამასთან, მეორად ბაზარზე ფასები ოდნავ შემცირდა თვის ჭრილში, ხოლო წლიურად ზრდა გრძელდება, რადგან მოთხოვნა შესუსტდა ქირის ბაზრის მიმზიდველობის შემცირების გამო. აღსანიშნავია, რომ 2022 წლის დასაწყისიდან უძრავი ქონების საშუალო შეწონილი ფასები მნიშვნელოვნადაა გაზრდილი და ფიქსირდება შემდეგი ზრდის ტემპები პროექტების ტიპების მიხედვით: პირველადი ბაზრის პროექტები გაძვირებულია +39.4%; მეორადი ბაზრის ახალი პროექტები +23.7%-ით; მეორადი ბაზრის ძველი პროექტები კი +15.3%,“- ნათქვამია კვლევაში.