წლების განმავლობაში, საქართველოდან მაღალია მიგრაციული ტენდენციების ფონზე, საინტერესოა ჩვენი ქვეყნის რამდენი მოქალაქეა რეგისტრირებული საზღვარგარეთ. მონაცემებს ამის შესახებ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო აქვეყნებს სადეპუტატო შეკითხვის პასუხად. როგორც აღმოჩნდა, საზღვარგარეთ საქართველოს 25 799 მოქალაქეა რეგისტრირებული. სააგენტოს ეს მონაცემი, მოიცავს როგორც სრულწლოვან, ისე არასრულწლოვან მოქალაქეებს. ოფიციალური მონაცემებით, საქართველოს ყველაზე მეტი მოქალაქე რეგისტრირებულია რუსეთში. მას მოსდევს საბერძნეთი, შემდეგ უკრაინა, გერმანია, ესპანეთი, ამერიკის შეერთებული შტატები და ისრაელი.