პირველად 5-თვიანი გაფიცივის შემდეგ, ჰოლივიდის სცენარისტებმა და მთავარმა სტუდიებმა მოლაპარაკებების სესიების შემდეგ პირველად შეთანხმებას მიაღწიეს. მედიის ცნობით, შეთანხმებას "ამერიკის მწერალთა გილდიის" წევრების რატიფიცირება სჭირდება. აღნიშნული ორგანიზაცია 11 000-ზე მეტ მწერალს წარმოადგენს. კონტრაქტის დეტალები ჯერ-ჯერობით არ გასაჯაროებულა. ჰოლივუდის მსახიობები და სცენარისტები ივლისის შუა რიცხვებიდან ხელფასის მომატების მოთხოვნით გაიფიცნენ. 160 000-ზე მეტი თანამშრომლის გაფიცვამ აშშ-ის კინოსა და სატელევიზიო წარმოების უდიდესი ნაწილი შეაჩერა.