ამერიკის შეერთებული შტატები სომხეთს უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის განმტკიცებას ჰპირდება. აღნიშნულის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს ოფიციალურ წერილში მისწერა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია სომხეთს მხარდაჭერას უცხადებს და მიზნად რეგიონში მშვიდობას ისახავს. ბაიდენი აცხადებს, რომ სომხეთის სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა და ტერიტორიული მთლიანობა გარანტირებული იქნება.