თბილისში მიმდინარეობს კონფერენცია თემაზე "სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის გაუმჯობესების დაჩქარება აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში“. ღონისძიებაში მონაწილეობას იღებენ აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის 17-ი ქვეყნისა და ტერიტორიის მთავრობები, ასევე კერძო სექტორი და პროფესიული ასოციაციები. კონფერენციის მონაწილეები ისეთ თემებს განიხილავენ, როგორიცაა ჯანდაცვის პრიორიტეტებს შორის ოჯახის დაგეგმვის ჩართვა და საყოველთაო ჯანდაცვის სისტემაში სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა.