ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ ბაქოს გრანდ სლემის დასრულების შემდეგ განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა, სადაც გარკვეული ცვლილებები შევიდა. 81 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში, პირველ ადგილს კვალვ ტატო გრიგალაშვილი იკავებს, რომელიც ასევე საერთო ჩათვლის ლიდერიცაა, 90 კილოგრამამდე წონის სათავეში კვლავ ლუკა მაისურაძეა, ხოლო 100 კილოგრამამდე ილია სულამანიძე არ თმობს პირველობას. 60 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მე-5 ადგილზეა გიორგი სარდალაშვილი, ლუხუმ ჩხვიმიანი 27-ე პოზიციაზე, თემურ ნოზაძე 29-ე, ხოლო ჯაბა პაპინაშვილი 49-ე. 66 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ვაჟა მარგველაშვილი მე-8 ადგილზეა, გიორგი თუთაშვილი 47-ე, ლაშა ნადირაძე კი 61-ე. 73 კილოგრამში მე-4 ადგილს იკავებს ლეგენდარული ლაშა შავდათუაშვილი, ხოლო გიორგი ტერაშვილი 21-ე ადგილზეა. 90 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში, მეორე პოზიციაზეა ლაშა ბექაური, ბექა ღვინაშვილი კი მე-7 ადგილზეა. 100 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ნაკრების კაპიტანი მე-14 ადგილზეა, ონისე სანებლიძე 30-ეა, ხოლო გიორგი ბერიაშვილი 44-ე. ყველაზე დიდი წინსვლა +100 კილოგრამშია, სადაც გურამ თუშიშვილი ერთდროულად 5 საფეხბურთი დაწინაურდა და მერვე ადგილზე გადავიდა. მეთორმეტეა გელა ზაალიშვილი, ხოლო 26-ე საბა ინანეიშვილი. ქალებს შორის 57 კილოგრამში ეთო ლიპარტელიანი მე-7 პოზიციაზეა, ხოლო +78 კილოგრამში სოფიო სომხიშვილი მე-18 ადგილს იკავებს.
შემდეგი საერთაშორისო ტურნირი, 24-26 ოქტომბერს არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში გაიმართება, სწორედ ამ გრანდ სლემის შემდეგ უნდა განახლდეს შემდგომში რეიტინგი.