სამხრეთ კორეამ ბოლო დროის ყველაზე მასშტაბური სამხედრო აღლუმი ჩაატარა, რომლის მიზანსაც ჩრდილოეთ კორეიდან მომავალი საფრთხეების საპასუხოდ სამხედრო არსენალის დემონსტრირება იყო. სამხედრო აღლუმზე გამოტანილ ტექნიკას შორის ბალისტიკური რაკეტები და საბრძოლო შვეულმფრენი იყო. მასშტაბური მსვლელობა სამხრეთ კორეის შეიარაღებული ძალების დღეს გაიმართა. აღლუმში მონაწილოებას 300 ამერიკელი ჯარისკაციც იღებდა. სამხრეთ კორეაში აშშ-ის სამხედრო ბაზაზე სულ 28 500 ამერიკელი ჯარისკაცი იმყოფება.