აშშ-მა 11 ჩინურ და ხუთ რუსულ კომპანიას ახალი სავაჭრო შეზღუდვები დაუწესა.
„როიტერსის“ ინფორმაციით, კომპანიები რუსეთს თვითმფრინავების დასამზადებლად კომპონენტებს აწვდიდნენ.
„ჩვენ არ მოვერიდებით სწრაფი და მნიშვნელოვანი ზომების მიღებას მათ წინააღმდეგ, ვინც აგრძელებს პუტინის უკანონო და ამორალური ომის მხარდაჭერას უკრაინაში“, - განაცხადა აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტის ექსპორტის კონტროლის უფროსმა ალან ესტევეზმა.