თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე თანამედროვე საერთაშორისო საზღვაო სამართლის ნორმებისა და ეროვნული ნორმების ურთიერთ მიმართების საკითხებზე იმსჯელეს. ადგილზე დარგის მეცნიერები, ქართველმა და უცხოელი ექსპერტები შეიკრიბნენ. კონფერენციას სპეციალური მოწვევით საერთაშორისო საზღვაო სამართლის აკადემიის დირექტორი, პროფესორი ნორმან მარტინეს გუტიერესი ეწვია. კონფერენცია ქართული საერთაშორისო სამართლის სკოლის დამაარსებელს, ლევან ალექსიძის ხსოვნას მიეძღვნა.