უკრაინაში, სამხრეთ და ცენტრალურ ოლქებში, ბალისტიკური იარაღის გამოყენების საფრთხის გამო, საჰაერო განგაში გამოცხადდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, განგაში გამოცხადდა ვინიცას, ჩერკასის, კიროვოგრადის, ოდესის, მიკოლაივისა და ხერსონის ოლქებში, მოგვიანებით კი დნეპროპეტროვსკის და ზაპოროჟიეს ოლქებში.
ამასთან, კრივი-რიჰის თავდაცვის საბჭოს ხელმძღვანელმმა, ალექსანდრე ვილკულმა განაცხადა, რომ ქალაქში აფეთქებების ხმები ისმის.