რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს ხელმძღვანელი, პიოტრ გოფმანსკი ძებნილად გამოაცხადა. უწყების ინფორმაციით, ძებნის საფუძველი, სისხლის სამართლის კოდექსის მუხლია. მანამდე კრემლის მიერ ძებნილად მოსამართლე ტომოკო აკანე იქნა გამოცხადებული, რომელმაც რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინისა და ბავშვთა უფლებების დამცველის, მარია ლვოვა-ბელოვის დაკავების ორდერი გასცა. რუსეთის პრეზიდენტი და ბავშვთა უფლებათა დამცველი ეჭვმიტანილები სამხედრო დანაშაულების ჩადენასა და უკრაინის ოკუპირებული რაიონებიდან ბავშვების უკანონო დეპორტირებაში არიან.