რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთსა და ე.წ.ლ სამხრეთ ოსეთში საწვავის ექსპორტი აკრძალა. ეხო კავკაზას ინფორმაციით, რუსეთის მთავრობამ ქვეყნიდან ბენზინისა და დიზელის საწვავის ექსპორტის დროებითი აკრძალვის შესახებ დადგენილება 21 სექტემბერს მიიღო, რომლის თანახმადაც დროებითი აკრძალვა რუსეთის ტერიტორიიდან აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ექსპორტირებულ საქონელს არ ეხებოდა. თუმცა, 23 სექტემბერს დოკუმენტში ცვლილებები შევიდა და აკრძალვა მათზეც გავრცელდა. გადაწყვეტილების მიზეზი არ ვრცელდება. აფხაზეთისა და ე.წ.ი სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებებს რუსეთის მთავრობის დადგენილებაში შეტანილ ცვლილებებზე კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებიათ.