პოლიტიკოსები ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატებთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილის მხრიდან გაკეთებულ განცხადებას ეხმაურებიან. სახელისუფლებო გუნდში განმარტავენ, რომ სალომე ზურაბიშვილმა თავდაპირველად კანდიდატები წარადგინა, შემდგომში მათი უკან გაწვევა სურდა და ახლა ლუსტრაციებზე საუბრობს, რაც მის არათანმიმდევრულ ნაბიჯებზე მიანიშნებს. ხელისუფლების ოპონენტენტებს კი მიაჩნიათ, რომ ქართული ოცნების დამოკიდებულების გასაგებად, ზურაბიშვილის მხრიდან არაკომპეტენტური კანდიდატების წარდგენა გამოსავალი არ იყო. ოპოზიციის განმარტებით არიან თუ არა კანდიდატები დამოუკიდებლები ეს მას შემდეგ გამოჩნდება, რაც ეროვნულ ბანკში მიღებულ ცვლილებებებთან დაკავშირებით კანდიდატების პოზიცია ცნობილი გახდება.