ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ირაკლი ეძგვერაძეზე თავდასხმა მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა, კერძოდ კი კოტე ზარნაძემ და კახა კალაძემ დააორგანიზეს. „ნაციონალური მოძრაობა“ მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნება“ ოპონენტების წინააღმდეგ კრიმინალურ ჯგუფებს იყენებს, ხელისუფლების წარმომადგენლები კი ეჭვობენ, რომ მთავარმა ოპოზიციურმა პარტიამ ძალადობის ინსცენირება თავადვე მოაწყო.