საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატ ირაკლი ეძგვერაძის მიმართ ძალადობის ფაქტზე დაკავებულ 6 პირს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილებას ბრალდებულთა მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა. პროკურატურამ დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებით იშუამდგომლა. ადვოკატებმა კი, დაკავებულების გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება მოითხოვეს.