ლაზარე გრიგორიადისი, რომელსაც მამის, ბექა გრიგორიადისის დაჭრას ედავებიან, თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშვედ ცნო. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლემ ნინო ნაჭყებიამ გამოაცხადა. ნაჭყებიას გადაწყვეტილებით, ლაზარე გრიგორიადისს 1 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ლაზარე გირგორიადისი წარდგენილ ბრალდებას აღიარებს, მეორე მხრივ, დაზარალებულს მომხდარზე პრეტენზია არ აქვს. სასამართლოზე ბექა გრიგორიადისმა დარბაზიდან განაცხადა, რომ "ძალიან მთვრალი იყო და მისი შვილი არაფერ შუაში იყო". მოსამართლემ ის წესრიგის დარღვევის გამო სხდომათა დარბაზიდან გააძევა.