ჩვენ ველით, რომ სომხეთი უპასუხებს გაშლილ მშვიდობის ხელს და ამიერიდან გულწრფელ ნაბიჯებს გადადგამს , - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ნახიჩევანში აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მან მიულოცა „გამარჯვებულ აზერბაიჯანის არმიას ისტორიულ წარმატება“ .
ერდოღანის თქმით, ბოლო გამარჯვებით რეგიონში ყოვლისმომცველი ნორმალიზაცია მიღწეულია და ახალი შესაძლებლობების ფანჯრები გაიხსნა.
„მიმაჩნია, რომ ეს შესაძლებლობა უნდა გამოვიყენოთ.
ჩვენ ველით, რომ სომხეთი უპასუხებს გაშლილ მშვიდობის ხელს და ამიერიდან გულწრფელ ნაბიჯებს გადადგამს. როგორც ყოველთვის ხაზს ვუსვამ, მშვიდობას დამარცხებული არ ჰყავს", - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.