პარლამენტის სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში შესატან ცვლილებას მხარი დაუჭირეს. როგორც ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ აღნიშნა, 2023 წლის ბიუჯეტის დაგეგმვისას დაფინანსება თითქმის ყველა მიმართულებით გაიზარდა.