პოლონეთის პრეზიდენტის ოფისის წარმომადგენლის განცხადებით, უკრაინა იმაზე უნდა ზრუნავდეს, რომ პოლონეთმა მას მხარი დაუჭიროს. მარცინ პშიდაჩის განცხადებით, უკრაინელი პოლიტიკოსების ადგილზე, ის მოკავშირეების ძიებაში იქნებოდა და არსებული ალიანსების განმტკიცებას შეეცდებოდა. მანვე აღნიშნა, რომ მთავარია მეგობრული ურთიერთობების შენარჩუნებაა. შეგახსენებთ, გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყანა მარცვლეულის შესახებ დავის გარშემო პოლიტიკურ წარმოდგენას აწყობს და ამით ირიბად რუსეთს მხარს უჭერს. სწორედ აღნიშნული განაცხადების გამო, კიევსა და ვარშავას შორის ურთიერთობა დაიძაბა.