ყარაბაღში ნაღმების აფეთქების შედეგად ადამიანების დაღუპვაში ეჭვმიტანილები დააკავეს. აზერბაიჯანული მხარის ცნობით, დაკავებული არიან პირები, რომლებიც უკანონო სამხედრო ფორმირებების წევრობასა და ტერორისტული ქმედებების ჩადენაში არიან ეჭვმიტანილები. მათ ბრალი ასევე ორი სამოქალაქო პირისა და ოთხი პოლიციელის მკვლელობაში ედებათ.