შოვის სტიქიის შესახებ საბოლოო დასკვნაზე შვეიცარიული კომპანიაც იმუშავებს. კომპანია "GEOTEST-ს" მთავრობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან 42 000 ევროს გადაუხდის. გარემოს ეროვნული სააგენტო საბოლოო დასკვნის მომზადებას სექტემბრისა და ოქტომბრის თვეებში გეგმავს. ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ მნიშვნელოვანია შეიქმნას საგამოძიებო კომისია, რომელიც ყველა კითხვას ამომწურავ პასუხს გასცემს. მმართველი პარტიის თქმით, შს მინისტრმა ყველა კითხვას პასუხი გასცა, ხოლო ოპოზიცია კლავ ტრაგედიით მანიპულირებას ცდილობს.