ქართულ პოლიტიკურ სივრცეში გამოეხმაურნენ პრეზიდენტის გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ მან ოთარ ფარცხალაძეს საქართველოს მოქალაქეობა არ შეუწყვიტა. ოპოზოციის ერთი ნაწილი ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას აბსურდულს უწოდებს, ხოლო მეორე ნაწილი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტმა წმინდად პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო. მმართველი გუნდი კი მთლიან პასუხისმგებლობას სალომე ზურაბიშვილს აკისრებს. რას ამბობენ ამ საკითხის გარშემო.