საკონსტიტუციო სასამართლო სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხზე კონსტიტუციურ წარდგინებას ზეპირი მოსმენით 3 ოქტომბერს დაიწყებს. მმართველი პარტიის მიერ ზურაბიშვილის იმპიჩმენტის დაწყების საფუძველი პრეზიდენტის ის ევროპული ვიზიტები გახდა, რომლებზეც მან მთავრობისგან თანხმობა არ მიიღო. სასამართლოს მიერ დადებითი დასკვნის შემთხვევაში, პრეზიდენტის გადასაყენებლად 100-ი დეპუტატის ხმა არის საჭირო, რაც „ქართულ ოცნებას“ არ გააჩნია.