რუსმა სამხედროებმა დღეს დილით ხერსონის ოლქის ბერისლავის რაიონში ოთხი ავიაბომბი ჩამოაგდეს, დაიღუპა მინიმუმ ერთი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.
ხერსონის რაიონში ბერისლავს დილით ოთხი საჰაერო ბომბი ჩამოაგდეს - სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა.
მისივე ინფორმაციით, დაშავებულია რამდენიმე ადამიანი.
მტრის ჭურვები კერძო სახლს და კომუნალურ შენობას მოხვდა. ნანგრევების ქვეშ, სავარაუდოდ, ადამიანები არიან მოყოლილი. ადგილზე მაშველები მუშაობენ.